39 წლის ბრაზილიელი კიპერი როჯერიო სენი, „სან პაულუში“ 21-ე სეზონს ატარებს და 1000-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. იგი მის სათამაშო ამპლუაში გოლების რეკორდული რაოდენობის (103) გამტანი გახლავთ. სენიმ ბოლო გოლი „პონტე პრეტას“ 11-მეტრიანით, წლეულს 18 აგვისტოს გაუტანა. ეს მისი 48-ე შედეგიანი პენალტია. თამაშიდან კი, ბრაზილიელმა მეკარემ 55 გოლი გაიტანა.
IFFHS-ის მონაცემებით, გოლეადორ მეკარეთა სიაში მეორე მაჩვენებელი პარაგვაელ ხოსე ლუის ჩილავერტს აქვს. მან სულ 62 გოლი გაიტანა - აქედან 45 პენალტით. 15-კაციან სიაში, სადაც ბოლო ადგილი 19 გოლით არგენტინელ კრისტიან ლუკეტის უკავია, როჯერიო სენის გარდა ყველას დასრულებული აქვს კარიერა.