დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრების მედალისტები Queen’s-ის ცნობილი კომპოზიციის Don't Stop Me Now საკუთარ ინტერპრეტაციას ასრულებენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის რეჟისორი დევიდ ბექჰემია - კაცი, რომელმაც ოლიმპიადაზე ფეხბურთის თამაშის გარდა ყველაფერში მიიღო მონაწილეობა.
კრის ჰოი, ჯესიკა ენისი, ვიქტორია პენდლტონი, ლუის სმიტი, პიტ რიდი და სხვა ბრიტანელი სპორტსმენები ფონოგრამას ხმას აყოლებენ და მუსიკის აკომპანიმენტზე ცეკვავენ.