აშშ-ს ილინოისის შტატის ქალაქ ოტავას თავზე, ზღვის დონიდან 5640 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ერთდროულად 6 თვითმფრინავიდან 138 პარაშუტისტი გადმოხტა. საერთაშორისო ავიაციის ფედერაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მსოფლიო რეკორდი, რომელიც მის შემოქმედთა მხრიდან თოვლის ფიფქის ფორმის გამოსახვაში გამოიხატა.
პარაშუტისტებს, რომელთა ვარდნის სიჩქარე 355 კმ/სთ-ს აღწევდა, 3 დღის განმავლობაში განხორციელებული 15 გადმოხტომა დასჭირდათ, რათა მიზნისთვის მიეღწიათ. წინა რეკორდი 108 სპორტსმენმა 2009 წელს დაამყარა.